Airbus-მა ახალი თვითმფრინავი წარადგინა, რომელიც “ვარსკვლავურ ომებს” გაგახსენებთ

ეს პერსონა

სინგაპურში ავია-შოურუმში კომპანია Airbus-მა წარადგინა მომავლის თვითმფრინავის ახალი მოდელი, რომელიც "ვარსკვლავურ ომებს" გაგახსენებთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი მოდელი ნაკლები საწვავის მოხმარებაზეა გათვლილი.

Airbus-ის კონსტრუქტურების თქმით, კორპუსის და ფრთების გლუვი ფორმები ფრენისას წინააღმდეგობებს შეამცირებს, რაც 20%-ით დაზოგავს საწვავის ხარჯს.

ახალი ტიპის თვითმფრინავმა საცდელი ფრენები გასულ წელს, საფრანგეთში შეასრულა. შემდეგი ტესტირება 2020 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

ინფორმაციას რუსული BBC ავრცელებს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top