ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს - მამაკაცი წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი - ვიდეო

ეს პერსონა

ფონიჭალაში პოლიციამ  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, მამაკაცი დააკავა. დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი.

"სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ო. ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top