"ზაზა მომკვდარა ქუთაისელებო, ზაზა! აი ის, სულ ბაზართან რომ იდგა, უწესიერესი ბიჭი..." - დათო ლიკლიკაძე

ეს პერსონა

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, ქუთაისელი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ზაზა მომკვდარა ქუთაისელებო, ზაზა!
აი ის, სულ ბაზართან რომ იდგა, უწესიერესი ბიჭი, დიდრონი სევდიანი თვალებით... -„შენ როგორა ხარ“- რომ მოგასწრებდა თქმას მისალმებამდე და იქვე შემოგაგებებდა:
-ხუდა ფუი ააი? (ხურდა ფული არ არისო? ნასვამზე ენა არ ემორჩილებოდა)
-არ არის ზაზა...არ არის...(ეუბნებოდნენ გამვლელები)
-შენ იყავი კაათ, მაი არაფერი...(ყველას დალოცავდა. ყველას!)
ჩვენ კარგად ვართ ზაზა, ფულიც გვაქვს. ზოგს ცოტა...ზოგს ბევრი...."

0
0
2
9
1
კომენტარები

ეს პერსონა
Top