ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ოფიციალური სახელი მიანიჭა

ეს პერსონა

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს  ოფიციალური სახელი-„COVID-19“ მიანიჭა. როგორც ორგანიზაცია განმარტავს,  „CO“ აღნიშნავს „კორონას“, „vi“ ვირუსს, „d“ „დაავადებას“, „19“ კი, წელს ვინაიდან ვირუსის გავრცელება პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1113-ს მიაღწია. ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საერთო ჯამში 44 600-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5000-ს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top