პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხთან დაკავშირებით, ელჩებს მიმართავს

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე ელჩებს მიმართავს. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და
დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის", - წერს ზურაბიშვილი.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top