უხანში გამგზავრებმადე ექიმებმა თმა გადაიპარსეს, რათა კორონავირუსი არ გაევრცელებინათ

ეს პერსონა

ასობით ექიმმა და მედდამ, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულებთან უნდა გაემგზავრონ, თავი გადაიპარსა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელებას შეუშლის ხელს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩინური გამოცემა მედიკოსების გადაწყვეტილების შესახებ წერს და ვიდეოს ავრცელებს:

შეგახსენებთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს, ბოლო მონაცემებით, 1118 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულია 45 201 ადამიანი, მათ შორის 44 687 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top