როგორ ზრუნავდა 10 წლის ბიჭი უსინათლო ირემზე - ფოტო/ვიდეო

ეს პერსონა

10 წლის ჩიკაგოლი ბიჭი ყოველდღიურად უვლიდა ირემს, რომელიც ერთ-ერთ ნაკრძალში ხანძრის დროს დაშავდა და მხედველობა დაკარგა.  ბიჭი ყოველდილით, სკოლაში წასვლამდე ირემს გზის გაგნებაში და საკვების პოვნაში ეხმარებოდა.  

ერთ დღესაც, მორიგი გასეირნების დროს, მეზობელმა ფოტო გადაუღო და ერთ-ერთ საიტზე განათავსა, რის შემდეგაც ბიჭის და ირემის ამბავი ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. მხოლოდ ამის შემდეგ, ილინოისის ბუნების დაცვის დეპარტამენტმა ირემი მზრუველობის პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ამჟამად  ცხოველს სათანადოდ უვლიან.  ირემს ახლა, არც საკვები და არც მზრუნველობა აკლია, პატარა  ბიჭი კი ცხოველის მოსანახულებლად თავშესაფარში  ხშირად მიდის. 

 

12
0
0
1
1
კომენტარები

ეს პერსონა
Top