ქალს ძაღლი მოუკლეს - გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მორიგი ფაქტი ავღანეთში

ეს პერსონა

ავღანელი საჰბა ბარაკზაი ყოველ პარასკევს ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ  გადიოდა და მის საყვარელ ძაღლს, ციმბირულს ჰასკს ასეირნებდა. გასულ კვირას, მორიგი ლაშქრობა ტრაგიკულად დასრულდა. უცნობი პირები ოჯახს თავს დაესხნენ და ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 

"თავდასხმის დროს, მე ვყვიროდი, რომ ცეცხლი არ გაეხსნათ, მაგრამ მათ არ აინტერესებდათ და 4 ტყვია ისროლეს", - ისხსენებს ქალი bbc-სთან ინტერვიუში. 

საჰბას თქმით, თავდამსხმელებმა თქვეს, რომ ქალს ძაღლის ყოლის უფლება არ აქვს. მომხდარის შემდეგ, საჰბამ პოლიციას მიმართა, თუმცა მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან  ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია:

"მე ვიცოდი, რომ არაფერს მოიმოქმდებნენ, მაშინ როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ათობით ადამიანს კლავენ, პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს".

აღსანიშნავია, რომ  საჰბა ბარაკ ზაი პირველი ქალია, რომელმაც მოზარდი გოგოებისთვის ველოკლუბი დააარსა. ამასთან ის, 10 წლის განმავლობაში კარატეს ასწავლიდა. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ თავდამსხმელების დანაშაულებრივი ქმედება, სწორედ საჰბას კარიერამ და მისმა აქტივობებმა გამოიწვია. 

ავღანეთში დღემდე გავრცელებულია ქალების წინააღმდეგ სექსუალური და გენდერული ძალადობა.

არცთუ იშვიათია ფაქტები, როდესაც შეიარაღებული დაჯგუფებები თავს ესხმიან საჯარო სფეროში მოღვაწე ქალებს, მათ შორის ქალ პოლიციელებს.

Thomson Reuters Foundation-ის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ავღანეთი ქალების სიცოცხლისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადგილად დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ავღანეთში ქალების უფლებების სრული უგულებელყოფის ტენდენცია წარსულს ჩაბარდა, ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანა წინა საუკუნესთან შედარებით, მაინც  ჩამორჩენილია.

 

ტეგები:
0
0
0
1
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top