ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

ეს პერსონა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. ნაზარბაევის განცხადებით,  ოჯახისგან ზეწოლას განიცდის, ვინაიდან მას ყაზახეთის მთავრობებს შორის მასშტაბური კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაცია აქვს. 

„საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც ყაზახ ხალხს მოპარეს. მე აღმოვჩნდი ჩემი ოჯახის, განსაკუთრებით, დედაჩემის, დარიგა ნაზარბაევის და მისი ქმრის, ყაირათ შარიპბაევის გაუმაღძრობის ცენტრში. მაქვს ინფორმაცია მასშტაბური კორუფციის შესახებ და ამის გამო ოჯახისგან ძლიერ ზეწოლას განვიცდი. ამიტომ, იძულებული გავხდი მიმეღო კარდინალური გადაწყვეტილება და თავშესაფარი გაერთიანებული სამეფოსთვის მეთხოვა. ჩვენ დავუმტკიცებთ ხელისუფლების სათავეში მყოფებს, რომ ისინი ღმერთები არ არიან. მათ შეუძლიათ გვდევნონ, დაგვაპატიმრონ, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ,“- წერს ნაზარბაევის შვილიშვილი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top