მოკრივე გიორგი კუშიტაშვილს ბრალი რუსი სამართალდამცავის ცემისთვის წაუყენეს

ეს პერსონა

კრივში რუსეთის ორგზის ჩემპიონს გიორგი კუშიტაშვილს როსგვარდიის თანამშრომლის ცემისთვის სასამართლომ ბრალი წაუყენა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გამოძიების ინფორმაციით კი, როსგვარდიის თანამშრომელმა მოკრივე გააჩერა და მისი გაჩხრეკა სცადა. კუშიტაშვილი სამართალდამცავს არ დაემორჩილა და ორჯერ დაარტყა. დაზარალებულის თქმით, მას ეჭვი ჰქონდა, რომ კუშიტაშვილს ნარკოტიკი ჰქონდა.

მომხდარს რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი უმარ კრემლიოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კუშიტაშვილი ნაკრებიდან გარიცხეს.

სასამართლომ მოკრივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top