ჯონი დეპს ცოლი სცემდა - მედიაში სკანდალური აუდიოჩანაწერი ვრცელდება

ეს პერსონა

ემბერ ჰარდის და ჯონი დეპის გახმაურებული ოჯახური სკანდალი ახალ ეტაპზე გადადის. ბრიტანული გამოცემა Daily Mail 2015 წლის ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ყოფილი ცოლ-ქმრის დიალოგი ისმის.

"არ შემიძლია დაგპირდე, რომ სრულყოფილი ვიქნები და ისევ ფიზიკურად არ შეგეხები. ღმერთო, ხანდახან ძალიან ვგიჟდები. მაგრამ პირობას გაძლევ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევიცვალო." - ამბობს ემბერ ჰარდი აუდიოჩანაწერში.

2016 წელს წყვილი განქორწინდა და ემბერ ჰარდმა ჯონი დეპს სასამართლოში ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით უჩივლა. მეორეს მხრივ, ჯონი დეპმა ჰარდი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. გავრცელებული ჩანაწერი კი დეპის ბრალდებებს ამტკიცებს.

ჯონი დეპის ადვოკატმა, ადამ უალდმანმა დაადასტურა, რომ ჩანაწერი ნამდვილია. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა არც ემბერ ჰარდის ადვოკატმა უარყო, თუმცა აღნიშნა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის განიცდიდა დეპისგან ძალადობას.

წყვილის აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელში სრულად ხელმისაწვდომია:

0
5
2
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top