"ვულოცავ საქართველოს! გილოცავ, მამაჩემო!" - ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ ნუგზარ შარია აირჩიეს

ეს პერსონა

ამერიკაში მოღვაწე რეჟისორის ნუგზარ შარიას შვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია წერს, რომ ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ ნუგზარ შარია აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.

"იმდენად, რამდენადაც, " ჟურნალისტებს" პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, თავჯდომარედ, ნუგზარ შარია იქნა არჩეული. კანდიდატურა, ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!!! ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ მამაჩემო!!!" - წერს შარია.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top