ეტლით მოსარგებლე ცნობილ ძაღლს პატრონი გამოუჩნდა

ეს პერსონა

"ბანდიტი" ეტლით მოსარგებლე ცნობილი ძაღლის სახელია, რომელიც ცხოველთა თავშესაფრიდან ოთხჯერ წაიყვანეს და ოთხივეჯერ უკან დააბრუნეს. ამის მიზეზი ძაღლის პრობლემები გახდა. "ბანდიტს" უკანა ფეხები პარალიზებული აქვს და ბორბლების დახმარებით გადაადგილდება. ვეტერინარებს დამბლა დროებით ეგონათ, თუმცა ის სამუდამო აღმოჩნდა.

"ბანდიტს" არ უმართლებდა, სანამ მის შესახებ სოციალური ქსელით სიუმ და დარელმა არ შეიტყვეს. მათ ცხოველთა თავშესაფარს მიაკითხეს.


"ბანდიტში ყველაზე დამაინტრიგებელი ის არის, რომ მე და მას ერთი და იგივე ტიპის დამბლა გვაქს და ეტლს ვიყენებთ. იმის გამო, რომ მე და სიუმ ვიცით რას ნიშნავს ეტლით ცხოვრება, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რა სჭირდება ბანდიტს" - ამბობს დარელი. 

 

1
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top