მეწყერი აჭარაში - დიდთოვლობამ ქედაში პრობლემები შექმნა

ეს პერსონა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა, სატრანსპორტო გზებზე კი ქარბუქის გამო, ხილვადობამ იკლო.

მოსახლეობა ამბობს, რომ განსაკუთრებულ პრობლემად შიდა სასოფლო გზებზე არსებული ნალექი რჩება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საგანგებო შტაბები მუშაობს. გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებენ.

ცნობისათვის, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი ერთ მეტრნახევარს აჭარბებს. ინფორმაციას IPN ავრცელებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top