"რევოლუციის მიუხედავად სომხეთში ჟურნალისტებს ავიწროებენ" - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

ეს პერსონა

დამკვირვებელი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ სომხეთში ჟურნალისტების „მზარდი შევიწროების“ შესახებ წერს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით ხდება საქმეების აღძვრა და მათი წყაროების დაცვის უფლებებზე თავდასხმა.

12 თბერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჯინ კავალიერი აღნიშნავს:

 „ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, სომხური მედიის წინააღმდეგ საქმეების აღძვრის და სასამართლო დევნის ტენდენციით. ხდება სომხეთის სასამართლო სისტემის ცალმხრივი მანიპულირება ვიწროპარტიული მიზნებით განპირობებული, უსაფუძვლო საქმეების აღძვრით, რაც იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მედიას ხელი შეუშალონ და მისი ხმა ჩაახშონ იმით, რომ აიძულონ - თავის დასაცავად უამრავი რესურსი დახარჯონ".

მედია საშუალებების და ჟურნალისტების წინააღმდეგ სარჩელები, როგორც წესი, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ხანდახან კი სხვა მედია საშუალებებს შეაქვთ. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლოში 74 საჩივარი შევიდა.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მედიის შესახებ სომხეთის კანონის მეხუთე მუხლი, ჟურნალისტების წყაროების კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა,  მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების თაობაზე დაკითხვაზე სულ უფრო მეტ ჟურნალისტს იბარებენ.

კავალიერმა ხელისუფლებას მოუწოდა, დავების მოსაგვარებლად, არსებული არასასამართლო გადაწყვეტის საშუალებები გამოიყენოს, რათა „ჟურნალისტიკის კრიმინალიზაცია თავიდან აიცილოს“.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" განცხადებაში წერს, რომ 2018 წლის რევოლუციის შემდეგ სომხეთი მედიის თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 80-ე ადგილი დაიკავა. 2019 წელს კი 61-ე. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ არსებული ტენდენციის გამო ქვეყანამ რეიტინგში კვლავ უკან გადაინაცვლოს.

 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top