„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით" - მარია ზახაროვა

ეს პერსონა

„ვიდრე შიდაპოლიტიკური, შიდა ვითარება საქართველოში დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება და იმის მიხედვით, თუ ვინ ჩამოდის შენთან, ხელისუფლებები არ უნდა მიდიოდნენ, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით.

„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც ამ მომენტით, ამ შესაძლებლობით, პოტენციური თუ განუხორციელებლით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო ანგარებიანი ინტერესისთვის“ - განაცხადა ზახაროვამ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top