ლაგოდეხში ცოფით დაინფიცირებული ძაღლის მიერ დაკბენილი მამაკაცი აცრაზე უარს ამბობს

ეს პერსონა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაფიქსირდა უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა.  მიუსაფარმა ძაღლმა ორი კაცი დაკბინა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ძაღლმა დაკბინა, აცრაზე უარს ამბობს. 

„შინაური ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი-ერთი კაცი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ჩვენი სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის მკურნალობის საჭიროებაში დაარწმუნონ. რაც შეეხება მეორე დაკბენილ კაცს, მას უკვე უტრდება მკურნალობა“, - განაცხადა ხმალაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს -სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

0
0
3
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top