2019 წელს ოჯახში ძალადობის 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტი ფატქი დაფიქსირდა და გამოძიება დაიწყო.

2018 წელს გამოძიება 5621 შემთხვევაზე დაიწყო, რაც პოლიციისადმი ნდობის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.

გასულ წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა დაკავების ღონისძიება. ხოლო 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top