ყარაჯალაში ქალი ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით მოკლა

ეს პერსონა

გარდაბნის სოფელ ყარაჯალაში ყოფილმა ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლა. 

„პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top