ყარაჯალაში 23 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ეს პერსონა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, 33 წლის მამაკაცმა, 23 წლის, ცოლი მოკლა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობა გახდა.

როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადეს, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში, ერთად არ ცხოვრობდა. მამაკაცმა, ყოფილი მეუღლის ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით, ყელის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სიდედრის ცემის ფაქტზე, 6 თვით თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა.

0
0
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top