ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კონფიდენციალურობის დარღვევის გამო გაუქმდა

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაუქმდა. ამის მიზეზი ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის Facebook-სტატუსი გახდა, რითიც კონფიდენციალურობა დაირღვა. განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები.

ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.​

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მამუკა ჟღენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში 10-დღიან ვიზიტს გეგმავს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top