"კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე" - ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა 

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილი ათეულობით ადამიანი მას ტაშით შეხვდა. მერაბიშვილმა ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ზუსტად 9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.

გეგმავს თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „ამის გაკეთება აუცილებელია".

"აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად, ხოლო კონკრეტულად რა გეგმები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად რომელ პარტიაში, აუცილებლად შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ყველას. ყველას შევხვდები“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top