წარუმატებლობიდან დიდ წარმატებამდე - 10 ცნობილი ადამიანის წარმოუდგენელი ისტორია

ეს პერსონა

1. ჯეკ მა - უმხსვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის - Alibaba-ს დამფუძნებელი:  არ მიიღეს 30-მდე სამსახურში, მათ შორის KFC-ში. ათჯერ ჩაიჭრა ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოცდებში, ვერ დაამთავრა სკოლაც.

1999 წელს ჩინეთში, შექმნა თავის პირველი საიტი. საიტის შემოსავალი თავდაპირველად 100 000 დოლარს შეადგენდა. 2014 წლის 19 სექტემბერს კომპანიის შემოსავალმა 24, 7 მილიარდს მიაღწია. დღესდღეობით ის  23.7 მილიარდის მფლობელია.

 

2. ჯოან როულინგი - ლეგენდარული ბესტსელერის "ჰარი პოტერის ავტორი: მძიმე ცხოვრების გამო, 30 წლის ასაკში, თვითმკვლელობის ზღვარზეც კი  იყო. აღსანიშნავია, რომ მას  "ჰარი პოტერი" 12-მა გამომცემლობამ არ გამოუქვეყნა. 31 წლის ასაკში გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი, 42 წლისამ, წიგნის გამოშვების პირველივე დღესვე  11 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა. ამჟამად ის 1 მილიარდის მფლობელია.

 

3. ოპრა უინფრი - "მედიის დედოფალი": დაიბადა ღარიბ ოჯახში. ორჯერ გააუპატიურეს.14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. კარიერის საწყის ეტაპზე  ერთ-ერთ ტელეარხიდან გაათავისუფლეს " სატელევიზიო ჟურნალისტიკისთვის შეუფერებლობის და  ზედმეტი ემოციურობის" გამო. 

1986 წელს ოპრა უინფრიმ საკუთარი თოქ-შოუ შექმნა. გადაცემა დღითიდღე პოპულარული ხდებოდა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. უინფრი 32 წლის ასაკში მილიონერი გახდა. დღეს კი მისი ქონება 3.2 მილიარდს შეადგენს. 

 

4. სტივენ ჰოუკინგი -  ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი:  21 წლის ასაკში  ფიზიკოსს განუვითარდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი — მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელმაც, საბოლოოდ 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. ასეთი მძიმე წინააღმდეგობის მიუხედავად ის ლიდერი გახლდათ მეცნიერების დარგში. მის ანგარიშზე კი ათეულობით მილიონი დოლარი იყო. გარდაიცვალა  2018 წელს, 76 წლის ასაკში.

 

5. სემ უოლტონი - უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის - Wal-Mart-ის შემქმნელი: დაიბადა და გაიზარდა ფერმერების ოჯახში. მეშვიდე კლასიდან ჯიბის ფულს გაზეთების ბინებში მიტანით შოულობდა. სწავლის პერიოდში სემი გასაყიდად კურდღლებსა და მტრედებსაც აშენებდა. 

1990-იანი წლების დასაწყისში, მისი ქსელის,   Wal-Mart-ის  გაყიდვების ყოველწლიურმა მოცულობამ 50 მილიონ დოლარს მიაღწია.

1985-დან 1988 წლამდე ჟურნალი Forbes-ი სემ უოლტონს ამერიკის ყველაზე მდიდარ ადამიანად ასახელებდა. 

1992 წლისთვის  Forbes-მა  უოლტონის ქონება 58,6 მილიარდ დოლარად შეაფასა.  უოლტონების ოჯახს ამერიკის ყველაზე მდიდარი ოჯახების ათეულში ზედიზედ ხუთი ადგილი მყარად ეკავათ.

 

6. ჯიმ ქერი -  ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი: ბავშვობის წლებში უკიდურესი გაჭირვების გამო, მისი ოჯახი ფურგონში ცხოვრობდა. ჯიმ ქერი თავად მუშაობა მშენებლობაზე,   იყო დამლაგებელიც. მსახიობს დიდი წამრატება მოუტანა ფილმმა- „ეის ვენტურა - ცხოველების დეტექტივი“. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი კომიკოსია. მისი ქონება 150 მილიონს შეადგენს. 

 

7. კოლონერ სანდერსი -  ბევრისთვის  საყვარელი დაბრაწული ქათმების ქსელი – KFC-ის დამფუძნებელი. გაჭირვებული ცხოვრების პირობებმა სანდერსი დამოუკიდებელი გახადა. 10 წლის ასაკში უკვე  ფერმაში მუშად დასაქმდა. მას შემდეგ ჰარლანდს უამრავი სამსახურის გამოცვლა და იმედგაცრუების გადატანა მოუწია. 

როგორც ცნობილია უკანასკნელი დანაზოგით მან კენტუკის ერთ-ერთ ქალაქში ავტოსახელოსნო შეიძინა, სადაც საკვები ობიექტიც განათავსა. მისი სამზარეულოს მენიუ, ძირითადად, წიწილებსა და სტეიკებს მოიცავდა. მალე საკვებ ობიექტს „ჰარლანდ სანდერსის კენტუკის შემწვარი ქათმები“ ეწოდა. პირველი რესტორნის შექმნიდან 9 წელში 600 კვების ობიექტი გახსნა. მისი ქონება რამდენიმე მილიონს შეადგენდა.  1980 წელს, 90 წლის ასაკში, ჰარლანდ სანდერსი ლეიკემიით გარდაიცვალა. 

 

8. ბრაიან ექტონი - WhatsApp-ის თანადამფუძნებელი: არ აიყვანეს  "ტვიტერში" და "ფეისბუქში" სამუშაოდ. შექმნა აპლიკაცია WhatsApp-ი, რომელიც  "ფეისბუქმა" 19 მილიარდად იყიდა. დღეს ის  4.5 მილიარდის მფლობელია.

 

9. უოლტ დისნეი - ცნობილი მულტიპლიკატორი და DISNEY-ის იმპერიის შემქმნელი:  დაიბადა 1901 წელს ილინოისის შტატის, ქალაქ ჩიკაგოში, ღარიბ ოჯახში. საკუთარი კომპანიის დაარსებამდე სხვადასხვა სტუდიაში მუშაობდა. 1919 წელს,  გაათავისუფლეს  „კანზას სითი სტარიდან“. როგორც ცნობილია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დისნეის განუცხადა, რომ "ფანტაზიის ნაკლებობა და ცუდი, არაკრეატიული იდეები ჰქონდა“.

1923 წელს  დისნეი ჰოლივუდში ჩავიდა - დიდი შრომის წყალობით მან  თავის ძმასთან როისთან ერთად დაარსა პატარა სტუდია, რომელიც შემდგომში გაიზარდა და 1926 წელს Walt Disney Studio დაარქვეს. ამჟამად უოლტ დისნეის კინოსტუდიები, გასართობი პარკები და ცენტრები, ასევე მედიაკორპორაციები რამოდენიმე მილიარდი დოლარის შემომტან ინდუსტრიად იქცა.

 

10. რიჩარდ ბრენსონი - ინვესტორი, ქველმოქმედი და Virgin Group-ის დამფუძნებელი: ბავშვობაში ბრენსონი დისლექსიით იტანჯებოდა. ის სკოლიდანაც კი გარიცხეს, რადგან უჭირდა სწავლა.

1984 წელს ბრენსონმა ავიაკომპანია Virgin Atlantic-ი დააფუძნა. წლების შემდეგ ავიაკომპანია გაიზარდა და გაჩნდა Virgin America და Virgin Australia. დღეს ბრანსონი  კუნძულის და რამდენიმე მილიარდის მფლობელია. 

 

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top