"დამხობის მცდელობები აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ" - გახარია მერაბიშვილის განცხადებაზე

ეს პერსონა

ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა - სიტყვით. დავასრულებ, შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა. გახარიას   თქმით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღეა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიშრომოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდებისთვის. საერთოდ, ეს გუშინდელი ძალადობრივი დღე...

დღეს, ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა - სიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. დამხობის ეს მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა:  "წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება."

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top