"თუ საპოლიციო ტერორის ავანგარდში მყოფ ფიგურას ციხიდან გამოსვლისას ზარ-ზეიმით ვხვდებით, მაშინ ნუ გვაკვირვებს ის, რომ ახალგაზრდებს თვალებს თხრიან" - სალომე ასათიანი

ეს პერსონა

ჟურნალისტი სალომე ასათიანი, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"თუ საპოლიციო ტერორის, სახელმწიფოს ძალადობის და რეპრესიული აპარატების თავაშვებულობის ავანგარდში მყოფ ფიგურას ციხიდან გამოსვლისას ზარ-ზეიმით ვხვდებით და მის პოლიტიკაში დაბრუნებას ველით დიდი მოლოდინით, მაშინ ნუ გვაკვირვებს ის, რომ მისი შემცვლელებიც აქციებზე ახალგაზრდებს თვალებს თხრიან და შეშინებულ თინეიჯერებს სადიზმში მხილებულ გამომძიებლებს უგდებენ ხელში. სანამ "ღირებულებებს" პოლიტიკურ ბანაკებში ყოფნა განსაზღვრავს და არა ნაწამებ, მოკლულ და გაუბედურებულ ადამიანებთან სოლიდარობა და თანაგრძნობა, ასე ვიბზრიალებთ ძალადობის წრეში. ყველაფერი თუ მოსულა - მაშ ყველაფერი მოსულა. როგორც იტყვიან, სულ ზევით, ზევით და მაღლა და მაღლა", - წერს ასათიანი.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top