"გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს" - დომინიკ რააბი

ეს პერსონა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გამოეხმაურა. .

"„გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.

„რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.
„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას “გრუ”-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“, - განაცხადა მინისტრმა. 

დომინიკ რააბის განცხადება, დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top