ექიმების უყურადღებობის გამო ახალშობილი დაიღუპა - შემზარავი ფაქტის დეტალები

ეს პერსონა

28 წლის სტეფანი ბროდლი ახალშობილი შვილის ტრაგიკულად დაკარგვის შემდეგ ორი წლის შემდეგ ალაპარაკდა. 2018 წელს, ბროდლიმ უელსის პრინცესა დიანას სახელობის ჰოსპიტალში იმშობიარა. ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა.

მომხდარიდან ორი წლის შემდეგ სტეფანი ბროდლი ბავშვის დაღუპვაში მედიკოსებს ადანაშაულებს. მისი თქმით, ის მათ საშიშროების შესახებ აფრთხილებდა, თუმცა ექიმებმა ყურადღება არ გამოიჩინეს და გულგრილობის გამო ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ექსპერტებმა მედიკოსების დანაშაული დაამტკიცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ექიმებმა არ გაითვალისწინეს პაციენტის ჩივილები და არ ჩაუტარეს სათანადო გამოკვლევები.

28 წლის ბროდლიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ემოციური ფოტო, რომელიც 2 წლის წინ გადაუღეს, როცა ხელში გარდაცვლილი შვილი დაიჭირა.

 

წყარო: Mirror
2
1
3
68
10
კომენტარები
ეს პერსონა
Top