დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეული ფილმისთვის "ოსკარის" გადაცემით უკმაყოფილოა

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, რომელმაც საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულ ფილმს, „პარაზიტს“ გადასცა.

„როგორი ცუდი იყო აკადემიის დაჯილდოება წელს და „ოსკარი“ გადაეცა სამხრეთ კორეულ ფილმს. რა ჯოჯოხეთია? საკმარისი პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან ვაჭრობის კუთხით და ამ ყველაფრის შემდეგ მათ წლის საუკეთესო ფილმის ტიტული მიანიჭეს? მაგრამ არა, ის საუკეთესო ფილმად დასახელდა. ასეთი რამ მანამდე მომხდარა? შეიძლება ისეთი ფილმების დაბრუნება, როგორიც მაგალითად „ქარწაღებულნი“ არის?" - განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

ცნობისთვის, 2020 წლის "ოსკარის" დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“ (Parasite) გახდა. ეს პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი საუკეთესო ფილმის გარდა, კიდევ 3 მნიშვნელოვან ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top