"ლავროვი ჩამოსული იყო 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე" - კონსტანტინე გამსახურდია

ეს პერსონა

ლავროვი ჩამოსული იყო 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე და მაშინდელი ოპოზიცია მას შევხვდით თბილისი-მარიოტში, იპოდრომის მიტინგის შემდეგ, - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. გამსახურდია მიუთითებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სერგეი ლავროვი, საქართველოში 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. 

"აღნიშნულ შეხვედრას ამ სტრიქონების ავტორის გარდა ესწრებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნესტან კირთაძე და კახა შარტავა. მახსოვს, როგორ აღთქმასავით დადო, ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის და ცხინვალის ცნობასო", - წერს გამსახურიდია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top