როგორ მოქმედებენ ზოდიაქოს ნიშნები ჩვენი შინაური ცხოველების ქცევაზე - ჰოროსკოპი

ეს პერსონა

ვარსკვლავები ჩვენი შინაური ცხოველების ქცევაზეც ახდენენ გავლენას. ამის შესახებ Daily Mail-თან ასტროლოგმა ჯესიკა ადამსმა ისაუბრა.

ასტროლოგის თქმით, შინაური ცხოველების მმართველი პლანეტა მერკურია და ძირითადად ის განსაზღვრავს მათ ქცევას, განსაკუთრებით კი აგრესიულობას.

ადამსი ძაღლების და კატების ჰოროსკოპს გვიზიარებს:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

კატა: ისინი ნამდვილი მონადირეები არიან. არიან მამაცები, უყვართ ხტუნვა და ძაღლებთან თამაში.

ძაღლი: ვერძი ძაღლები კბენენ ყველაფერს. უყვართ მიწის თხრა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მერკური რეტროგრადულია.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

კატა: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კატები წყნარები არიან. უყვართ საუზმე და ცარიელი თასის ლოკვაც კი. როცა მერკური რეტროგრადულია, მათ მაცივარში შეძვრომაც არ მოერიდებათ.

ძაღლი: კატის მსგავსად კურო ძაღლსაც დიდი მადა აქვს. მოსწონს ქათამი, ინდაური. თუ ხიზილალაც მოგთხოვათ, ამაში მერკური დაადანაშაულეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

კატა: ისინი ნამდვილი მსახიობები არიან. მოგბაძავენ თქვენ, ტელევიზორში ნანახს ან რომელიმე ძაღლს.

ძაღლი: მოგწონთ როცა ძაღლი ტელევიზორთან ყეფს? მაშინ თქვენ ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ძაღლი უნდა გყავდეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კატა: მათ თქვენ ძალიან უყვარხართ და ენატრებით, როცა სახლში არ ხართ.

ძაღლი: კირჩხიბ ძაღლებს სახლში კომფორტულად ყოფნა ურჩევნიათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

კატა: მათ უყვართ სარკის, ფანჯრის ან მინის კარებთან დგომა, რადგან იპრანჭებიან. უყვართ, როცა საკუთარ თავს ხედავენ.

ძაღლი: მოსწონთ, როცა კარგად გამოიყურებიან. თუ თქვენი ძაღლის გახარებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ქუდი აჩუქოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 22 სექტემბერი)

კატა: მათ გამორჩეული გემოვნება აქვთ. ჭამამდე ისინი საკვებს ათამაშებენ და მხოლოდ შემდეგ მიირთმევენ. როცა მერკური რეტროგრადულია, მათი გემოვნება იცვლება და სათამაშოდ ტალახშიც კი შეიძლება ვიხილოთ.

ძაღლი: ქალწულ ძაღლებს უყვართ რუტინა. კარგად აკონტროლებენ დროს და გაღვიძებას 5 წუთით დაგასწრებენ, თუ თქვენ ხშირად იყენებთ მაღვიძარას.

სასწორი (23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

კატა: როგორც ადამიანები, სასწორი კატებიც უიმედოდ რომანტიკულები არიან. 

ძაღლი: მოსწონთ სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად თამაში.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

კატა: კატების სამყაროს ბანკირები არიან. ისინი აგროვებენ ყველა ნივთს რასაც მოიპოვებენ. უყვართ მოფერება და სითბოში ძილი.

ძაღლები: მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ძაღლები ცდილობენ კონტაქტის დამყარებას ნებისმიერ დროს, თუნდაც ფეხბურთის თამაშისას. მათ უყვართ ყურადღების ქვეშ ყოფნა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) 

კატა: მათ მეორენაირად სულიერ ცხოველებს უწოდებენ. ისინი ძალიან მშვიდები და განსხვავებულები არიან.

ძაღლი: ნამდვილი გამომძიებლები არიან. ისინი იპოვიან ყველგან და ყველაფერს, რასაც დაკარგავთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

კატა: მათ უყვართ ბევრი თამაში, თავზე დგომა და ნაძვის ხის სათამაშოების "ხარისხის შეფასება".

ძაღლი: ისინი ძალიან მოწესრიგებულები არიან. როცა მეკური რეტროგრადულია, თხის რქა ძაღლი სათამაშოების დალაგებაში თქვენს შვილსაც დაეხმარება.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

კატა: ის ნამდვილი ბანდიტია. უყვარს სხვებთან ერთად ჯგუფურად გადაადგილება და თამაში.

ძაღლი: ისინი ძალიან კომუნიკაბელურები არიან და უყვართ თამაში.

თევზები ( 19 თებერვალი - 20 მარტი)

კატა: მათ უყვართ წყალში სათამაშოებით თამაში. ასვე სარეცხ მანქანაში შეძვრომაც.

ძაღლი: წყლის მილთან და ჩრდილებთან თამაში მათი ჰობია.

წყარო: Daily Mail
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top