პრემიერი არჩილ ტატუნაშვილზე: სამშობლოსთვის გმირულად მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს

ეს პერსონა

. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რაც იყო არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი – ქვეყნის გაერთიანება, - ამის შესახებსოფელ წილკანში  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გმირის ოჯახში იმყოფებოდა.

„მხარდაჭერას, რომელიც დღეს არსებობს, მომავალშიც გავაგრძელებთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, იყო ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი. სამშობლოსთვის გმირულად, თავდადებით მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რაც იყო არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი – ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა მსხვერპლით, ომით და უბედურებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top