ძლიერ მიწისძვრას თურქეთში 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 ბავშვია

ეს პერსონა

დღეს დილით, აღმოსავლეთ თურქეთში, ირანის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან 3 ბავშვია. მიწისძვრის სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის ქალაქი ხოი იყო, თუმცა ბიძგებმა თურქეთის ვანის პროვინციაში 7 ადამიანი იმსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა.

გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ანკარაში, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა.

წყარო: Daily Mail
1
2
7
47
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top