"საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის კორონავირუსის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს" - პაატა იმნაძე

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ამ ვირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს და  ეს რისკი საქართველოსაც აქვს. 

„კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდრიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში (ირანი) პრაქტიკულად ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ. 

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top