მიწისძვრა იტალიაში - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ეს პერსონა

იტალიაში, კალაბრიის რეგიონში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

მომხდარის გამო საქართველოს საელჩომ იტალიაში ცხელი ხაზი აამოქმედა.

"საქართველოს საკონსულო მოუწოდებს კალაბრიის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: +39 333 8879123." - ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.

 

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top