ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურის ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

ეს პერსონა

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და შესაბამისად, უწყების  თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლის თვიდან მიიღებენ. 

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.

შოთაძის გადაწვეტილებით, განხორციელებული ცვლილებით ხელფასის ზრდა არ შეეხებათ მის მოადგილეებს, ოლქის პროკურორებსა და დეპარტამენტის უფროსებს.

1
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top