კორონავირუსის პირველი შემთხვევები კატალონიაში და შვეიცარიაში გამოვლინდა

ეს პერსონა

კორონავირუსის პირველი შემთხვევები კატალონიაში და შვეიცარიაში გამოვლინდა. კატალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა და კორონავირუსთან დაკავშირებით პროტოკოლი აამოქმედა.

ინფიცირებულია ქალი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა. ის კორონავირუსის სიმპტომებით ბარსელონას საავადმყოფოშია მოთავსებული.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა პირველად დადასტურდა შვეიცარიაში, ტიჩინოს კანტონშიც. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 80 350 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვალები 2 705.

წყარო: The Telegraph
0
0
1
3
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top