ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

ეს პერსონა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ცნობისთვის, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ამიტომ  დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top