გიორგი გახარია: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

ეს პერსონა

„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ ვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, აუცილებელია, ყველამ გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. მისივე თქმით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად საზღვარზე მოხერხდა ამ ვირუსის დადგენა და ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი დროულად დაუდგინდა, სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია.

„საქართველოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენ ვავრცელებთ მედიასაშუალებების მიერ. აქტიურად გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, ისე, რომ ფაქტობრივად, ამას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან შეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორ მესაზღვრეებს ასევე საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top