ამირან გამყრელიძე: კოცნას მოვერიდოთ, ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს

ეს პერსონა

ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით, ძალიან გთხოვთ, მოვერიდოთ ამას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება, ნებისმიერი რესპირატორული ვირუსი ბობოქრობს. ასეთ დროს, რეკომენდაციებშია ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავებაც, ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის  სავარაუდო შემთხვევების მართვისთვის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი- თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური სტაციონარები.

„დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 10 ადამიანია, 5-ის პასუხი შუადღისთვის იქნება, დანარჩენი 5 გამოკვლეულია და როგორც ცნობილია, 1-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, როგორც იცით, ჩინეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების ჯგუფი მოვათავსეთ საჩხერის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც 3 ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ არიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებში. ეს პირობები წინასწარ იყო შესწავლილი და მათ მიეცათ უფლება თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top