Aljazeera: რუსეთის მხარდაჭერილმა სირიის რეჟიმმა თურქეთის პოზიციები დაბომბა - არიან დაღუპულები

ეს პერსონა

რამდენიმე წუთის წინ უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია სირიაში. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში თურქი სამხედროების პოზიციები დაბომბა. ამის შესახებ Aljazeera წერს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, დაბომბვის შედეგად 3 თურქი სამხედრო და 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ერდოღანის თქმით, დაბომბვა მას შემდეგ განხორციელდა, რაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციამ მძიმე ბრძოლების შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილ სირიის ძალებისგან საკვანძო ქალაქი სარაქები დაიბრუნა.

ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოვლენები თურქეთის სასარგებლოდ ვითარდება. 

"იდლიბში მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება. ჩვენ სამი მოწამე გვყავს. მშვიდად განისვენონ მათ. მაგრამ, მეორეს მხრივ, რეჟიმის დანაკარგები ძალიან დიდია", - თქვა მან ანკარაში გამოსვლისას.

იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ქალაქ სარაქებზე ბაშა ალ-ასადის ძალების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.

სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, თურქეთმა 20 სამხედრო დაკარგა. დაბომბვებმა განსაკუთრებით დაძაბა ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს შორის. ორი დღის წინ, ერდოღანმა პირობა დადო, რომ ის სირიის არმიას უკან დაახევინებს იქამდე, სადაც თურქეთის სადამკვირვებლო პოსტებია. ამისათვის ვადა ასადის რეჟიმს თებერვლის ბოლომდე მისცა.

თურქეთს იდლიბის გარშემო დეესკალაციის ზონაში 12 სადამკვირვებლო პოსტი აქვს, რომლებიც რუსეთთან და ირანთან შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ასადის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბის პროვინციის ტერიტორიების აღების შემდეგ რამდენიმე პოსტი ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა.


სოციალური ქსელი:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარდაჭერილი სირიის რეჟიმის ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას 30-მდე თურქი სამხედრო ემსხვერპლა. 

ვრცელდება დაბომბვის ქვეშ მოყოლილი თურქი სამხედროების ვიდეოც:

წყარო: aljazeera
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top