ამირან გამყრელიძე: ზოგიერთ ბაღში იტალიაში ნამოგზაურები ბავშვების მიმართ დისკრიმინაციას აქვს ადგილი

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით ბაღებისა და სკოლების ფუნქციონერების დროებით შეწყვეტის რეკომენდაციას არ იძლევა. ამის შესახებ განცხადება ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში იტალიაში ნამოგზაურები ბავშვების მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, რომ სადმე ჩვენ გვქონდეს მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს სინგაპურში, კორეაში, იტალიაში ან სხვაგან მოგზაურობის ისტორია," - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფისირდა. ორივე შემთხვევაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.

1
0
0
2
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top