Daily Mail თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გამოპარულ ირანელ პაციენტზე წერს

ეს პერსონა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გამოპარული ირანელი პაციენტის შესახებ წერს და კურიოზული მომენტის კადრებს აქვყნებს.

გამოცემის თანახმად, ირანის მოქალაქემ ქართველ ხალხს და ექიმებს მადლობა გადაუხადა. ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც "პანიკაში მყოფმა მედპერსონალმა ის უკან შეაბრუნა". 

ირანის მოქალაქე ამჟამად აბასთუმანში, კარანტინში იმყოფება. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინე ენდელაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, არ ჰქონდა ბოქსის დატოვების უფლება:

„ემოციურად იყო დატვირთული. გატეხა კარადა, რომელსაც ამოაძრო პატარა ნაწილი, იმ ნაწილით გააღო კარი და გამოვიდა. მართალია, ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რადგან არის ჯანმრთელი, თუმცა, მისთვის კარანტინის გავლა სავალდებულოა. ეს ადამიანი საქართველოში 25 თებერვალს შემოვიდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით. მას ჰქონდა მსუბუქი ხველა, გადმოიყვანეს ჩვენთან, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად გადაყვანილია აბასთუმანში, კარანტინში“.

0
3
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top