ირანის პარლამენტის 4 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

ეს პერსონა

ირანის პარლამენტის ოთხ დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დეპუტატი მუჰამედ ალი ვეკილი ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, ტესტირება ირანის პარლამენტის 30 დეპუტატს ჩაუტარდა. ეს მე-6 შემთხვევაა, როცა ირანელ მაღალჩინოსანს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინეს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ირანის ვიცე-პრეზიდენტს ქალთა და ოჯახის საქმეებში, მასიმე ებტეკარს დაუდგინდა. მანამდე კი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც დაინფიცირდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top