"თბილისი მედიკ": მივიღეთ გადაწყვეტილება არ გავზარდოთ ფასი პირბადეებზე და ერთეული გაიცეს 13 თეთრად

ეს პერსონა

კომპანია "თბილისი მედიკ" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიის გუნდმა გადაწყვიტა პირბადეების ფასი არ გაზარდოს და გასცეს 2019 წლის ზაფხულის სარეალიზაციო ფასად - 13 თეთრად ერთეულზე. 

კომპანიის განცხადებაში წერია, რომ მათ ხელთ არსებული მარაგიდან 50 000 ჯანდაცვის სამინისტროზე გაიცა.   ხოლო 250 000 პირბადის რეალიზაციაზე ლიმიტები დაწესდა:

  • ფიზიკურ პირზე გაიცემა მაქსიმუმ 25 ერთეული; 
  • დიდი ზომის სამედიცინო დაწესებულებაზე მაქსიმუმ 300 ერთეული;
  • მცირე ზომის სამედიცინო დაწესებულებაზე მაქსიმუმ 200 ერთეული; 

პირბადეების შეძენა შესაძლებელია მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 28ა.

გაცემა დაიწყება შაბათს (29 თებერვალს) 11:00-დან 17:00-მდე, ასევე საგანგ ებო რეჟიმში ვიმუშავებთ კვირას 11:00-დან 17:00-მდე და გაგრძელდება გაცემა სამუშაო დღეებში მარაგის ამოწურვამდე.

3
3
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top