ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ერთი პირი ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ

ეს პერსონა

ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ინფორმაციას IPN ავრცელებს

კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდა, თუმცა ის იმყოფებოდა ირანში. საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე ქალს ბოქსირებულ პალატაში დააკვირდებიან.

დღეს ასევე, აზერბაიჯანი-ლაგოდეხის საზღვრის კვეთისას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა ერთ მოქალაქეს, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top