ამირან გამყრელიძე: პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა ვირუსით დაინფიცირებულ საქართველოს მოქალაქესთან

ეს პერსონა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა ასევე ვირუსით დაინფიცირებულ საქართველოს მოქალაქესთან.

„მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მეორე შემთხვევა იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 ქალს გუშინ დაუდასტურდა.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top