ამირან გამყრელიძე: ვერ მივიღებ ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებას - ვაცადოთ ერთმანეთს მუშაობა

ეს პერსონა

ყველას ვთხოვ რომ დამშვიდდით, ვაცადოთ ერთმანეთს მუშაობა, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა.

''ყველას ვთხოვ რომ დამშვიდდით და ექიმებს მიეცით მუშაობის საშულება, აქ მუშაობს ყველაზე პროფესიონალი კადრი, რათა პაციენტებს ჩაუტარონ შესაბამისი დიაგნოსტიკა, მიეცით ექიმებს მუშაობის უფლება, ვერ მივიღებ ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებას. თითოეულ თქვენთაგანს რომ რამე დასჭირდეს, მე რომ რამე დამჭირდეს, იქ უნდა მივიდე, ამ ადამიანებთან... და ბრალდება, რომ ისინი რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, არასწორია... საშინლად დაძაბულ, 24-საათიან რეჟიმში მუაობენ. თქვენ მედიას გეკისრებათ დიდი როლი პანიკისა და ამ ტიპის ეპიდაფეთქების წინაშე თუ რამდენად სწორედ მიიტანთ იფორმაციას საზოგადოებამდე'' - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიაM „მთავარ არხს“ ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც ეზუგბაიამ განმარტა, 28 თებერვალს 9-საათიან გამოშვებაში მთავარმა არხმა "ცილისმწამებლური და შეკვეთილი" სიუჟეტი გაუშვა, რის გამოც ის არხთან კომენტარს აღარ გააკეთებს. 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top