მსოფლიოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 40 ათასამდე გაიზარდა

ეს პერსონა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი გაიზარდა და 39 761 შეადგინა. რაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება. განკურნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთშია, სადაც 79 251 ინფიცირებულიდან, თითქმის ნახევარი, 39 261 განიკურნა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსის სწრაფი გავრცელების კერებად ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი ითვლებიან.

უკანასკნელი ინფორმაციით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 85 688-ს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა - 2941-ს.


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ყველაზე საშიში გამავრცელებლები უსიმპტომო პაციენტები არიან. მისი თქმით, ყველამ, ვისაც ექნება მწვავე რესპირაციული სიმპტომები, ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანმო-ს რეკომენდაციით, საეჭვოს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა ტემპერატურა 38,5 გრადუსია, თუმცა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს რეკომენდაცია შეცვალა.

„ჩვენ ეს რეკომენდაცია შევცვალეთ. ეს რომ არ გვექნა დაინფიცირების სამივე შემთხვევა გაგვეპარებოდა. შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. საგულისხმოა, რომ ისინი დაინფიცირდნენ უცხოეთში და ეს შემთხვევა ჩამოსვლისთანავე დააფიქსირეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top