"ტრამპის სამშვიდობო გეგმა მოიტანს რეალურ პროგრესს ავღანეთის ომის დასრულებაში" - გიორგი გახარია

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-სა და "თალიბანს" შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას გამოეხმაურა. გახარია აღნიშავს, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მოიტანს რეალურ პროგრესს ავღანეთში ომის დასრულებაში. ამის შესახებ გახარია „ტვიტერში“ წერს.

„მნიშვნელოვანი მომენტი აღინიშნება. პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მოიტანს რეალურ პროგრესს ავღანეთის ომის დასრულებაში. საქართველო განაგრძობს აშშ-ის მხარდაჭერას, რათა დაინახოს, რომ შეთანხმების პირობები შესრულდა“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.


აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას ითვალისწინებს, დოჰაში გაიმართა. მას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაესწრო.

შეთანხმების თანახმად, 14 თვის განმავლობაში აშშ და ნატო ავღანეთიდან ჯარებს ბოლომდე გაიყვანენ. თავის მხრივ, „თალიბანი“ პირობას დებს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top