ქუთაისში პარიზის რეისით ჩამოსული მგზავრი ინფექციურ საავამდყოფოში გადაიყვანეს

ეს პერსონა

საქართველოში პარიზის რეისით ჩამოსული ერთი მგზავრი, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების ცნობით, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტი იმყოფება, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ იქნება ცნობილი.


ბოლო მონაცემებით,  მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 86 983-ს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა - 2979-ს. ვირუსის სწრაფი გავრცელების კერებად კვლავ ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი ითვლებიან.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ყველაზე საშიში გამავრცელებლები უსიმპტომო პაციენტები არიან. მისი თქმით, ყველამ, ვისაც ექნება მწვავე რესპირაციული სიმპტომები, ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანმო-ს რეკომენდაციით, საეჭვოს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა ტემპერატურა 38,5 გრადუსია, თუმცა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს რეკომენდაცია შეცვალა.

„ჩვენ ეს რეკომენდაცია შევცვალეთ. ეს რომ არ გვექნა დაინფიცირების სამივე შემთხვევა გაგვეპარებოდა. შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. საგულისხმოა, რომ ისინი დაინფიცირდნენ უცხოეთში და ეს შემთხვევა ჩამოსვლისთანავე დააფიქსირეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top